სიახლეები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა „სამედიცინო სკოლების მსოფლიო ცნობარშია“ შესული
24 თებერვალი 2016

წარმატებით დასრულდა „სამედიცინო სკოლების მსოფლიო ცნობარში“ რეგისტრაციის პროცედურა. „სამედიცინო სკოლების მსოფლიო ცნობარი“ სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისა (WFME) და საერთაშორისო სამედიცინო განათლებისა და კვლევის განვითარების ფონდის (FAIMER) ინიციატივით შეიქმნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა (WHO) და კოპენჰაგენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

„სამედიცინო სკოლების მსოფლიო ცნობარის“ მიზანი მსოფლიოს ყველა სამედიცინო სკოლის აღრიცხვაა თითოეული მათგანის შესახებ ზუსტი, უახლესი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებით.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის სკოლისთვის სამედიცინო განათლებისა და კვლევის განვითარების ფონდის (FAIMER) მიერ მინიჭებული კოდია: F0003341

http://search.wdoms.org/home/schooldetail/F0003341