სიახლეები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრი აცხადებს სტაჟიორების მიღებას
7 აპრილი 2017

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრი 2014 წლის ივლისიდან ფუნქციონირებს. ცენტრში არსებული სტაჟირების პროგრამა სტუდენტს მისთვის საინტერესო მიმართულებათა გამოკვეთის საშუალებას აძლევს, „სწავლობს კეთებით“ (learning by doing) - საზოგადოებაში გავრცელებული სამართლებრივი პრობლემების რეალური მოგვარების გზით.

ცენტრი ახორციელებს უფასო იურიდიული დახმარებას, რაც გულისხმობს:

  • უფასო იურიდიულ კონსულტაციას (ზეპირი ან წერილობითი ფორმით) სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში; 
  • განცხადების, საჩივრის, სარჩელის/შესაგებლის ან სხვა სახის იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებას;
  • დაინტერესებული პირის უფასო წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს, ისე სხვა ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის ან სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს. სტაჟირება მოიცავს 6 თვეს. სტაჟირების დასრულების შემდეგ, წარმატებულ სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

სტაჟირების გავლის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა 2017 წლის 07 აპრილიდან 19 აპრილის 18 საათამდე. არასრულყოფილად გადმოგზავნილი დოკუმენტაციის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის ფორმა: http://www.emailmeform.com/builder/form/t91VKJBhHojvdRM8sf8