სიახლეები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდმა საერთაშორისო კომერციული მედიაციის შეჯიბრზე სპეციალური ჯილდო მოიპოვა
16 მარტი 2017

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდმა საერთაშორისო კომერციული მედიაციის შეჯიბრის ერთ-ერთ ნომინაციაში - „მოწინააღმდეგე გუნდთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარებისთვის“ სპეციალური ჯილდო მოიპოვა. კომერციული მედიაციის მეთორმეტე საერთაშორისო შეჯიბრი ჩატარდა პარიზში სამოცდაექვსი გუნდისა და ხუთასამდე პრაქტიკოსი იურისტის მონაწილეობით.

უნივერსიტეტის გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ სტუდენტები: თამარ ცერცვაძე და გიორგი გლუნჩაძე, ასევე მწვრთნელები: სოფიო ჩაჩავა და სოფიო ტყემალაძე. გუნდმა წარმატებით იასპარეზა მარბურგის (გერმანია), სამართლის ეროვნულ ინსტიტუტ - ბჰოპალის (ინდოეთი), ოკლანდისა (ახალი ზელანდია) და სან პაულოს (ბრაზილია) უნივერსიტეტების გუნდებთან. 

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი მადლობას უხდის DLA Piper-სა და „ღვინაძე და პარტნიორებს“ სპონსორობისთვის. უნივერსიტეტის გუნდსა და მათ მხარდამჭერებს ვულოცავთ გამარჯვებას და ვუსურვებთ პროფესიულ წარმატებებს.