სიახლეები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდი Willem C.Vis სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შეჯიბრის თბილისის რაუნდზე
22 თებერვალი 2015

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა, Willem C.Vis სახელობის, საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესების მოსამზადებელ ეტაპზე (Pre-Moot) მიიღეს მონაწილეობა. Willem C.Vis სახელობის იმიტირებული პროცესების საერთაშორისო შეჯიბრის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისათვის საერთაშორისო ბიზნესისა და საარბიტრაჟო სამართალში ცოდნის გაღრმავება და საარბიტრაჟო წესით დავების განხილვისათვის საჭირო უნარების განვითარება. 

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტუდენტები შეჯიბრის მოსამზადებელ ეტაპზე, რომელიც თბილისში 21-22 თებერვალს გაიმართა, ლატვიისა (რიგა) და გერმანიის (ჰაიდელბერგი, ჰამბურგი, ზაარბრუკენი) უნივერსიტეტების გუნდებს შეხვდნენ. 

უნივერსიტეტის მხარდაჭერით ნიუ ვიჟენის გუნდი 2015 წლის გაზაფხულზე ვენაში, ფინალურ შეჯიბრზე გაემგზავრება.