სიახლეები

„ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტის გუნდი Willem C. Vis სახელობის საერთაშორისო შეჯიბრზე!
29 სექტემბერი 2014

2014 წ.-ის საერთაშორისო შეჯიბრისთვის „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ, შიდა კონკურსის წესით, შეარჩია Vis Moot-ის გუნდის წევრები და უზრუნველყო მწვრთნელის ჩართულობა შეჯიბრის მოსამზადებელ ეტაპზე.

გუნდი ახლახანს დაბრუნდა Vis Moot Boot Camp-იდან. Arbitration Initiative Georgia-ს მიერ ორგანიზებულ 5 დღიან ტრენინგზე Vis Moot-ის საერთაშორისო შეჯიბრის მონაწილე ქართული გუნდები ინსტრუქტორებთან ერთად საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის თეორიასა და პრაქტიკას აანალიზებდნენ, ასევე ემზადებოდნენ სამართლებრივი კვლევის, სამართლებრივი მართლწერისა და ზეპირი გამოსვლის ტექნიკაში.

უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით „ნიუ ვიჟენის“ გუნდი 2015 წლის გაზაფხულზე ვენაში, ფინალურ შეჯიბრზე გაემგზავრება.