სიახლეები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდი ვის მუთის შეჯიბრზე ვენაში გაემგზავრა
17 მარტი 2016

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი ვილემ ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შეჯიბრზე გაემგზავრა. საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის 23-ე შეჯიბრის ფინალური ეტაპი ავსტრიის დედაქალაქში, ვენაში იმართება. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდი ზეპირ რაუნდებს ჰარვარდის უნივერსიტეტის (აშშ), პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტის(რუსეთი), ბაჰიას ფედერალური უნივერსიტეტისა (ბრაზილია) და ამიტის სამართლის სკოლის (ინდოეთი) გუნდებთან გამართავენ.

ვილემ ვისის სახელობის ყოველწლიური საერთაშორისო შეჯიბრი კომერციულ არბიტრაჟში 1994 წლიდან იმართება და იურისტებს შორის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლო ღონისძიებად ითვლება. 2016 წლის შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები მსოფლიოს სამასზე მეტი უნივერსიტეტიდან, მათ შორის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები: ანა ქოჩიაშვილი, ლელა ბასილაია, ალექსი ქორბუდიანი და რუსუდან ხაზარაძე. გუნდს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ლიკა ქარცივაძე ხელმძღვანელობს.