სიახლეები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდი საერთაშორისო კომერციული მედიაციის შეჯიბრის მონაწილედ შეირჩა
26 ოქტომბერი 2015

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდი საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) მიერ ორგანიზებული, საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის მე-11 შეჯიბრის მონაწილეთა შორის მოხვდა. საერთაშორისო კომერციული მედიაციის შეჯიბრი ყოველ წელს, პარიზში, საერთაშორისო სავაჭრო პალატის - ICC ორგანიზებით იმართება და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამოცდაათამდე უნივერსიტეტის ხუთასზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს.

2016 წლის თებერვალში, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სახელით პარიზში, შეჯიბრზე სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, გიორგი კილასონია და გიორგი ხარაიშვილიგაემგზავრებიან. შეჯიბრისათვის სტუდენტთა მომზადებას მწვრთნელები - სოფიო ჩაჩავა და ნატა სტურუა უზრუნველყოფენ. მზადების პროცესში ასევე ჩაერთვებიან სამაგისტრო პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტებიც, რაც მათ საშუალებას მისცემს გამოიმუშავონ და დახვეწონ საჭირო უნარები 2017 წლის შეჯიბრში მონაწილეობისათვის.