სიახლეები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდი საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შეჯიბრში
6 ივნისი 2015

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდმა ვილემ ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის ოცდამეორე შეჯიბრის გენერალურ ზეპირ რაუნდებში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ავსტრიაში, ქალაქ ვენაში გაიმართა.

გუნდის წევრებმა გიორგი ხარაიშვილმა, გიორგი კილასონიამ, რუსუდან ოთიაშვილმა და ბექა პაპაშვილმა საარბიტრაჟო პროცესები ჩაატარეს ჰარვარდის (აშშ), ბონის (გერმანია), ვუჰანის (ჩინეთი) და რიო-დე-ჟანეიროს (ბრაზილია) უნივერსიტეტების სტუდენტებთან. ზეპირი გამოსვლების დროს გუნდმა წარმოადგინა თავისი პოზიციები საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟისა და საერთაშორისო ნასყიდობის სამართალთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხზე. გუნდის წევრებმა არბიტრებისაგან დადებითი შეფასებები დაიმსახურეს. შეჯიბრის დეტალური საბოლოო შედეგები 2015 წ მაისში გახდება ცნობილი.

ვილემ ვისის სახელობის ყოველწლიური საერთაშორისო შეჯიბრი კომერციულ არბიტრაჟში 1994 წლიდან იმართება და იურისტებს შორის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლო ღონისძიებად ითვლება. წელს, ოცდამეორე შეჯიბრში მონაწილეობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით სამასამდე გუნდმა მიიღო.