სიახლეები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდი კლიენტთა კონსულტირების ეროვნული შეჯიბრის ფინალში
1 თებერვალი 2015

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა კლიენტთა კონსულტირების საერთაშორისო შეჯიბრის ეროვნულ რაუნდში მიიღეს მონაწილეობა და ფინალურ ოთხეულში გადავიდნენ. 

შეჯიბრი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ორგანიზებითა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით საქართველოში უკვე მესამე წელია ტარდება. მისი მიზანია სიმულაციის გზით სამართლის სტუდენტებისათვის კლიენტთან გასაუბრების ჩატარებისა და კონსულტირების უნარების დახვეწა.

ეროვნულ შეჯიბრში გამარჯვებული გუნდი 2015 წლის გაზაფხულზე საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება.