სიახლეები

„ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტის გუნდი ევროპის სამართლის საერთაშორისო შეჯიბრზე
2 ოქტომბერი 2014

„ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტის გუნდი ევროპის სამართლის საერთაშორისო შეჯიბრზე

ცხადდება სტუდენტების შერჩევა „ნიუ ვიჟენ" _ უნივერსიტეტის სახელით 2014 წლის ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად.

ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესი ტარდება 1996 წლიდან ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს ეგიდითა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ბრიტანული სამართლის ცენტრის ორგანიზებით.

შეჯიბრის მიზანია ევროპული კავშირის სამართლის პოპულარიზაცია, ამ მიმართულებით ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარება. მონაწილე გუნდები ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს წარუდგენენ ევროკავშირის სამართლის აქტუალურ საკითხებზე შემუშავებულ კაზუსთან დაკავშირებით როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციას.

გამარჯვებული გუნდის წევრებს სპეციალური პრიზები გადაეცემათ, როგორებიცაა: ვიზიტი კემბრიჯის უნივერსიტეტში, სტაჟირება ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოში და პროფესიული ლიტერატურა.

ინტერესის გამოხატვის ბოლო ვადა: 2014 წლის 15 ოქტომბერი

საკონტაქტო პირი: ეკა ონიანი, EOoniani@NewVision.ge