სიახლეები

„ნიუ ვიჟენ" – უნივერსიტეტი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით 2014 წლის 27-28 ივნისს გიწვევთ საზაფხულო სემინარზე: კერძო და ადმინისტრაციული სამართლის ურთიერთმიმართება
30 მაისი 2014

„ნიუ ვიჟენ" – უნივერსიტეტი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით 2014 წლის 27-28 ივნისს გიწვევთ საზაფხულო სემინარზე:

კერძო და ადმინისტრაციული სამართლის ურთიერთმიმართება

სემინარი განკუთვნილია ადვოკატებისათვის, პრაქტიკოსი იურისტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

სემინარზე განიხილება კერძო და ადმინისტრაციული სამართლის თეორიული და პრაქტიკული საკითხები, თანამედროვე გამოწვევები, არსებული პრობლემები და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზები.

 

სემინარის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები:

  • ადმინისტრაციული და კერძო სამართლის გამიჯვნა, კერძოსამართლებრივი და ადმინისტრაციული გარიგებები;

  • საბანკო რეგულაციები;*

  • ხელშეკრულების დებულებების განმარტება;

  • საარბიტრაჟო დებულებების შედგენა;

  • სამედიცინო დაწესებულების სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა.*

* არჩევითი სესიები

დეტალური დღის წესრიგი და ინფორმაცია სპიკერების შესახებ იხილეთ აქ

სემინარზე მიღებული 9 კრედიტი, ადვოკატთა ასოციაციის წევრებს ჩაეთვლებათ სავალდებულო კრედიტების ფარგლებში.

სემინარს გაუძღვებიან:

დავით კერესელიძე - სამართლის დოქტორი, პროფესორი, „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე;

ბაადურ ყიფიანი - სამართლის დოქტორი, „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით;

ნათია წკეპლაძე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე;

სოფიო ტყემალაძე - ADR ექსპერტი, „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით

ირმა გელაშვილი - სამართლის დოქტორი, „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით.

მონაწილეობის წინაპირობები:
სემინარში მონაწილეობისთვის საჭიროა ონლაინ-რეგისტრაციის გავლა, რომელიც დასრულებულად ჩაითვლება მონაწილეობის საფასურის გადახდის შემდეგ.
სემინარში მონაწილეობის საფასური შეადგენს 140 ლარს (ერთი ორგანიზაციიდან რამდენიმე პირის მონაწილეობის შემთხვევაში ვრცელდება 15-20% შეღავათი). 

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20.06.2014

საკონტაქტო პირი: ეკა ონიანი

ტელ.: 555 967 637 ან 599 373 373

ელ.ფოსტა: EOniani@NewVision.ge

www.NewVision.ge