სიახლეები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი საერთაშორისო კომერციული მედიაციის ყოველწლიურ შეჯიბრზე
7 თებერვალი 2017

2-8 თებერვალს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი მონაწილეობს საერთაშორისო კომერციული მედიაციის შეჯიბრზე პარიზში, საფრანგეთში. უნივერსიტეტის გუნდის შემადგენლობაში არიან - მწვრთნელები: სოფიო ჩაჩავა და სოფიო ტყემალაძე, სტუდენტები: გიორგი გლუნჩაძე და თამარ ცერცვაძე.

საერთაშორისო კომერციული მედიაციის კვირეული წლის ყველაზე მნიშვნელოვანი აკადემიური მოვლენაა, რომელიც საერთაშორისო სავაჭრო პალატის ორგანიზებით ტარდება. მსოფლიოს ოცდაცამეტი ქვეყანა სამოცდახუთი გუნდითაა წარმოდგენილი. შეჯიბრისათვის ქეისებს დარგის გამოცდილი ექსპერტები ქმნიან.