სიახლეები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი IncoNet ტვინინგის ორ ახალ პროექტში
27 ოქტომბერი 2016

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, უცხოელ პარტნიორებთან ერთად, მონაწილეობს Inconet ტვინინგის ორ პროექტში: „ადამიანის პაპილომავირუსი და კიბო - თანამედროვე ასპექტები“ და „კიბოს აქტუალური საკითხები - იმუნური მექანიზმები, რეციდივი, მეტასტაზი“. პირველი მათგანი განხორციელდება შარიტეს კლინიკის გინეკოლოგიურ განყოფილებასთან (გერმანია) და ვილნიუსის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტთან (ლიტვა) ერთად. მისი მიზანია ადამიანის პაპილომავირუსის ონკოგენური პოტენციალისა და სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს განვითარებაში ამ ვირუსის როლის შესწავლა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ონკოლოგიურ დაავადებათა სკრინინგის ორგანიზების და ეფექტური განხორციელების საკითხებს. მეორე პროექტის ფარგლებში ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ითანამშრომლებს Coventry and Warwickshire საუნივერსიტეტო ჰოსპიტალთან (დიდი ბრიტანეთი) და დუბლინის ტრინიტი კოლეჯთან (ირლანდია). ონკოლოგიურ დაავადებათა ეფექტური მკურნალობისა და მონიტორინგის პროცესში მნიშვნელოვანია იმუნური  მექანიზმების, გენეტიკური თავისებურებების და ონკოლოგიურ დაავადებათა რეციდივის მექანიზმების განსაზღვრა.

პროექტები ითვალისწინებს საერთაშორისო სემინარებისა და სამეცნიერო დისკუსიის ორგანიზებას.