სიახლეები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ევროპის მედიცინის სკოლათა ასოციაციის წევრი გახდა
15 იანვარი 2017

2017 წლის 13 იანვარს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა ევროპის მედიცინის სკოლათა ასოციაციის (AMSE-ის) წევრი გახდა, რისი მიზანიცაა განათლების, კვლევისა და მართვის სფეროში საერთო გამოცდილების გაზიარება. AMSE ევროპის მედიცინის სკოლებისათვის მნიშვნელოვანი ფორუმია, რომელიც ხელს უწყობს ასოციაციის წევრებს შორის და ასევე სხვა პროფესიონალებთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას განათლების, კვლევისა და ჯანდაცვის სფეროში.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა უკვე AMSE-ის ვებგვერდის მედიცინის სკოლათა ჩამონათვალშია. ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ დამატებითი ინფორმაცია ასოციაციის, მისი აქტივობებისა და წევრების შესახებ: http://www.amse-med.eu/sub/members-and-membership