სიახლეები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აუტიზმის კვლევასთან დაკავშირებით ტვინინგის პროექტში მონაწილეობს
17 ივნისი 2016

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი მონაწილეობს ტვინინგის პროექტში „აუტიზმNet - ტვინინგი, როგორც მიდგომა აუტიზმის კვლევისთვის". პროექტი ხორციელდება IncoNet აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში, 15-16 ივნისს გაკეთდა მოხსენებები შემდეგ თემებზე:

1. აუტიზმი - ქცევითი, სტრუქტურული და მოლეკულური ალტერაციები (მომხსენებელი - პროფესორი მზია ჟვანია, ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი).

2. აუტიზმი და პროპიონის მჟავის ექსპერიმენტული მოდელი (მომხსენებელი - პროფესორი ნანა ჯაფარიძე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი)

3. აუტიზმი და ეპიგენეტიკა (მომხსენებელი - დოქტორი კატერინე ტრტკოვა, ოლომოუცის უნივერსიტეტი)

4. აუტიზმის მოლეკულური ასპექტები (მომხსენებელი - პროფესორი ეკატერინე კლდიაშვილი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი).

პროექტი მიზნად ისახავს Horizon 2020-ისათვის საპროექტო წინადადების მომზადებას.