სიახლეები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე
12 იანვარი 2018

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის მართვა;
  • ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების შესრულება.
  • ყოველთვიური მოგება - ზარალის, ბალანსის და ბიუჯეტის მომზადებაში ჩართულობა, ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის;
  • ორგანიზაციის საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • სხვადასხვა სახის ინფორმაციის და რეპორტების მომზადება;
  • საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა;
  • საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობა, სიახლეების დროულად შესწავლა და ორგანიზაციის ეკონომიკურ საქმიანობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება: საბუღალტრო, ეკონომიკური ან ფინანსური განხრით;
  • ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • საბუღალტრო-კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

 

სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 19:00 საათამდე

ანაზღაურება: 1250 ლარი

 

კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ CV ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე hr@newvision.ge. მეილის ველში სავალდებულოა ვაკანსიის დასახელების მითითება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 18 იანვარი.