სიახლეები

„ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე
5 აგვისტო 2014

პროგრამა სტუდენტს სთავაზობს ფართო არჩევანს შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის კომპონენტებს შორის, რაც მას საშუალებას აძლევს, თავადვე ჩამოაყალიბოს საკუთარი პროფილი, მისთვის სასურველი დასაქმების სფეროსათვის საჭირო კომპეტენციების გამომუშავების მიზნით.

თეორიული კომპონენტებისა და პრაქტიკული გამოცდილების კომბინაციაზე დამყარებული ინტერაქტიული სწავლება ემსახურება სტუდენტის დამოუკიდებელი განვითარების ხელშეწყობას, რაც, ახალი ცოდნის მიღებასთან ერთად, არსებული ცოდნის ახლებურ გააზრებას გულისხმობს. სწავლების პროცესში აქტიურად გამოიყენება ინოვაციური სწავლების მეთოდები, კერძოდ:

შედარებითი და საერთაშორისოსამართლებრივი ასპექტების, ასევე ორივე სფეროსათვის დამახასიათებელი ინსტიტუტებისა და პრობლემების მოგვარების სწავლება სტუდენტს კონკურენტულს ხდის როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრის ფუნქციონირებაში მაგისტრატურის სტუდენტების ჩართულობა პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და პროფესიული ღირებულებების შეძენის, ამასთან პროფესიულ გარემოსთან ინტეგრირების საუკეთესო შესაძლებლობაა. იურიდიული დახმარების ცენტრი უზრუნველყოფს სამართლებრივი საკითხების ფართო სპექტრში ორიენტაციისა და საზოგადოებაში გავრცელებული პრობლემების მოგვარების ქმედითი გზების შერჩევის სწავლებას - სტუდენტი „სწავლობს კეთებით“, რაც სამართლის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სასწავლო პრაქტიკის კომპონენტების ათვისების საფუძველია.

ამასთან, სტუდენტს მუდმივად უწევს საკუთარი ცოდნის გადაცემა სხვა პირებისათვის, მაგალითად მენტორობას უწევს ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტს, რომლისთვისაც საბაკალავრო პროგრამით აღნიშნული კომპონენტი სავალდებულოა სხვადასხვა პრაქტიკული და კვლევითი უნარის განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო ჯგუფების სახით, ამდენად სტუდენტი „სწავლობს სწავლებით“.

მაგისტრატურის სტუდენტი მონაწილეობს „პრაქტიკული სამართლის“ განხორციელების პროცესში, რაც სამართლის არაიურისტებისათვის სწავლებას ითვალისწინებს. კონკრეტული მომენტისათვის არსებული პრიორიტეტის გათვალისწინებით შერჩეულ თემებთან დაკავშირებით მაგისტრატურის სტუდენტები საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლებს გააცნობენ იმ ძირითად სამართლებრივ ფასეულობებს, რომლებიც მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სამართლის მაგისტრი

კრედიტების რაოდენობა: 120 ECTS

სწავლების ენა: ინგლისური/ქართული (სტუდენტმა მინიმუმ 60 კრედიტი უნდა დააგროვოს ინგლისურ ენაზე).

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

  • სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

  • საერთო სამაგისტრო გამოცდა (გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, ტესტის ოთხივე ნაწილში მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში);

  • საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობასა და ინგლისურ ენაში („B2“ დონე)*

     *სპეციალობის გამოცდა დაძლეულად ჩაითვლება ქულათა მაქსიმალური რაოდენობის 51%-ის მიღების შემთხვევაში.

პროგრამის გასაცნობად იხილეთ შემდეგი ლინკი. 

ინფორმაცია საუნივერსიტეტო სპეციალობის გამოცდის შესახებ იხილეთ აქ.

გთხოვთ, პროგრამაზე მიღების მსურველებმა შეავსოთ ელექტრონული განაცხადი.

ელექტრონული განაცხადის ფორმაში ასატვირთია:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტი) ასლი;

  • ბაკალავრის დიპლომის (აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ ცნობის) ასლი;

  • 1 ფოტოსურათი;

  • ავტობიოგრაფია („CV“);

  • ინგლისური ენის მინიმუმ „B2“ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ან ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი (დოკუმენტების სახეებთან დაკავშირებით, იხილეთ: http://www.geo.newvision.ge/#!english/comz);

  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის მაგისტრატურაში მიღების ვადები:

    1. განაცხადის წარმოდგენის ვადა – 22 სექტემბერი, 19:00 საათი (იხ. ელექტრონული განაცხადის ფორმა);

   2. ინგლისური ენის გამოცდა (საჭიროების შემთხვევაში) ბარდება – 23 სექტემბრის ჩათვლით ნებისმიერ დროს სტუდენტის არჩევანის      შესაბამისად;

    3. საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში ტარდება - 22 სექტემბერს, 19:00 საათზე;

    4. გამოცდის შედეგები, ასევე პროგრამაზე ჩარიცხვის კანდიდატების ვინაობა ცნობილი იქნება  – 23 სექტემბერს;

    5. ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის ვადაა – 1 ოქტომბერი.

საკონტაქტო პირები:

ნინო ბეგიაშვილი

ტელ.: 598 56 50 12

ან

ელენე მამუკელაშვილი

ტელ.: 599 27 33 27

ელ.ფოსტა: info@NewVision.ge