სიახლეები

ნიუ ვიჟენ უნიევრსიტეტის სტუდენტები ვენის მედიაციისა და მოლაპარაკების (CDRC) შეჯიბრების მესამე რაუნდზე
12 ივლისი 2017

10-14 ივლისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდი მონაწილეობს ვენის მედიაციისა და მოლაპარაკების (CDRC) შეჯიბრებაში. უნივერსიტეტს წარმოადგენენ სტუდენტები: ჯემალ მეზვრიშვილი და მარიამ მალიძე. მათი ტრენერები არიან პროფესორები სოფიო ჩაჩავა და სოფიო ტყემალაძე.

შეჯიბრება ვილემ ვისის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესის შემთხვევას ეფუძნება. მასში მთელი მსოფლიოდან მონაწილეობენ სტუდენტები, რომლებიც სპეციალიზდებიან მედიაციასა და მოლაპარაკების ხელოვნებაში, რათა იმიტირებულ სამართლებრივ მედიაციაში საუკეთესო უნარები და სტრატეგია გამოავლინონ.  

შეჯიბრება მიმდინარეობს ხუთი დღე და მასში 30 გუნდი 50 სესიაში მონაწილეობს. სესიებს თან ახლავს სტუდენტებისა და ექსპერტებისათვის განკუთვნილი საგანმანათლებლო და სოციალური ღონისძიებები.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.CDRCVienna.org