სიახლეები

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის უფასო გამოკვლევების პროგრამა სენაკში
5 თებერვალი 2016

2016 წ. 6 და 7 თებერვალს ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ექიმების ჯგუფი სენაკს მუნიციპალიტეტს ეწვევა. ვიზიტი კიბოს მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ხორციელდება. 6-7 თებერვალს, სენაკის მუნიციპალიტეტის, როგორც ადგილობრივი ისე სენაკში მცხოვრები დევნილი მოსახლეობა კიბოსწინარე დაავადებების პრევენციის მიზნით, სამედიცინო-დიაგნოსტიკურ სერვისებს უსასყიდლოდ მიიღებს, მათ შორისაა PAP ტესტი და HPV დიაგნოსტირება, რაც უმნიშვნელოვანესია ​საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი პათოლოგიური პროცესების ადრეულ ეტაპზე​ გამოსავლენად.

ვიზიტის ადგილობრივი პარტნიორია #64 ოლქის სენაკის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის, გურამ მისაბიშვილის ბიურო და სენაკის ამბულატორიულ პოლიკლინიკური გაერთიანება.

დიაგნოსტირება ჩატარდება სენაკის ამბულატორიულ პოლიკლინიკაში, 6 და 7 თებერვალს, 11:00-დან 18:00-მდე.

მისამართი: სენაკი, რუსთაველის ქ. №114

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ასეთ პროგრამას პირველად არ ახორციელებს. 2015 წელს მსგავსი ვიზიტები მარტვილსა და თიანეთში შედგა