სიახლეები

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის უფასო გამოკვლევების პროგრამა ქალაქ გორში
16 აპრილი 2018

14 აპრილს, ქალაქ გორში ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ექიმებმა უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს ორასამდე ბენეფიციარს. მოქალაქეებმა მიიღეს ოჯახის ექიმის, ზოგადი ქირურგის, დერმატოლოგის, ნევროლოგის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის, ენდოკრინოლოგის, ონკოლოგის, ტრავმატოლოგის და გინეკოლოგის მომსახურება. აგრეთვე ჩატარდა ელექტროკარდიოგრაფიული და ულტრასინოსკოპიური გამოკვლევები. 

პროექტი განხორციელდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და მაჟორიტარი დეპუტატის მხარდაჭერით.