სიახლეები

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცათ
4 თებერვალი 2017

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სტუდენტებს, რომელთაც წარმატებით გაიარეს სტაჟირება ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, გადაეცათ სერტიფიკატები. სტაჟირება გულისხმობდა ჰოსპიტლის ექთნების ასისტენტობას და მისი ხანგრძლივობა იყო 1 თვე. ამ პერიოდში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ ლექციებზე მიღებული ცოდნა პრაქტიკით გაეღრმავებინათ, გამოცდილი ექიმებისა და ექთნებისაგან გაეგოთ მეტი დაავადებების, მათი სიმპტომებისა და მკურნალობის მეთოდების შესახებ, აგრეთვე პაციენტებთან ურთიერთობისა და მზრუნველობის თაობაზე. საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში სტუდენტები სისტემატურად გადიან სტაჟირებას, რაც ხელს უწყობს მათ პროფესიულ ზრდასა და ჩამოყალიბებას.