სიახლეები

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის პროგრამა საქართველოს მწერალთა კავშირში
20 ივნისი 2018

19 ივნისს, ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ექიმები ეწვივნენ საქართველოს მწერალთა კავშირს და მათ უფასო სკრინინგ პროგრამის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მწერალთა კავშირსა და საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს შორის იგეგმება მემორანდუმის გაფორმება, რის საფუძველზეც მწერლები ისარგებლებენ უფასო გამოკვლევების სერვისითა და სხვა ტიპის კვლევებზე შეღავათებით.

ამ სახის პროექტებით ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ხელს უწყობს საზოგადოებისათვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ზრდას.