სიახლეები

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში სასწრაფო სამედიცინო მიმღები - ემერჯენსი დიღომი გაიხსნა
4 აპრილი 2015

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაუდებელი მედიცინისა და ვიტალური ფუნქციების მართვის ცენტრის ბაზაზე სასწრაფო სამედიცინო მიმღები - ემერჯენსი დიღომი გაიხსნა.

ემერჯენსი მომხმარებლებს თვისობრივად და ხარისხობრივად ახალ მომსახურებას სთავაზობს და მნიშვნელოვნად აფართოებს საუნივერსიტეტო კლინიკის გამტარუნარიანობას.

სასწრაფო სამედიცინო მიმღები საშუალებას მისცემს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სტუდენტებს დააკვირდნენ და გამოცდილი პროფესიონალების ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა კატეგორიის პაციენტების მართვაში, რომელთაც გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ესაჭიროებათ.

ემერჯენსი დიღომი თანამედროვე სტანდარტების აპარატურითაა აღჭურვილი და პაციენტებს 24 საათის განმავლობაში მიიღებს.

მიმღები ლუბლიანას ქ. 2/6-ში, საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის პირველ სართულზეა განთავსებული.