სიახლეები

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში რთული კლინიკური შემთხვევა წარმატებით დასრულდა
26 ივნისი 2015

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში 68 წლის ქალბატონს იშვიათი და რთული ოპერაცია ჩაუტარდა.

პაციენტს 3 წლის ასაკში აღმოაჩნდა ქსოვილოვანი წარმონაქმნი ხორხში, რის გამოც ტრაქეოსტომული მილი ჩაუდგეს. განმეორებითი ოპერაცია, რომელიც 12 წლის ასაკში უნდა ჩატარებულიყო, არ განხორციელებულა მომდევნო 34 წლის განმავლობაში, რამაც გაართულა პაციენტის მდგომარეობა. მას 2011 წლიდან გაუძნელდა სუნთქვა, გაჩნდა ეჭვი ავთვისებიან სიმსივნეზე და ჩაუტარდა სხივური თერაპია.

ამის შემდეგ, პაციენტმა კონსულტაციისთვის ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს მომართა. ჰოსპიტალში ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი არ დადასტურდა, დაისვა ნაწიბუროვანი სტენოზის დიაგნოზი და განხორციელდა ტრაქეოლარინგოპლასტიკა. 2015 წლის ივნისში კი ჩატარდა ტრაქეოპლასტიკის მეორე ეტაპი - დახურვა და წინა კედლის ფორმირება ბადით.

აღნიშნული ოპერაცია განსაკუთრებულია პაციენტის ასაკისა და დაავადების ხანგრძლივობის გათვალისწინებით. ამჟამად ხორციელდება პაციენტის პოსტოპერაციული მეთვალყურეობა.