სიახლეები

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის პროგრამა მარტვილში, კიბოსწინარე დაავადებების პრევენციისათვის
23 მაისი 2015

23 და 24 მაისს, ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი მარტვილში სპეციალურ პროგრამას განახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივ მოსახლეობას გამოკვლევების უფასოდ  ჩატარების შესაძლებლობა ექნება.

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის მაღალკვალიფიციური ექიმების ჯგუფი აქციის ფარგლებში მოსახლეობას გაუწევს შემდეგი მომსახურებას:

  • მამოლოგის კონსულტაცია (საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა);

  • ტრავმატოლოგის კონსულტაცია;

  • ქირურგისა და ბავშვთა ქირურგის კონსულტაცია (საჭიროების შემთხვევაში ულტრაბგერითი გამოკვლევა);

  • სექსოლოგის კონსულტაცია;

  • უროლოგისა და ონკოუროლოგის კონსულტაცია (საჭიროების შემთხვევაში უფასო ულტრაბგერითი გამოკვლევა);

  • გინეკოლოგის კონსულტაცია, რომელიც მოიცავს PAP-ტესტსა და HPV გენოტიპირებას;

  • ონკოპროქტოლოგის კონსულტაცია;

  • კანისა და რბილი ქსოვილების ონკოლოგის კონსულტაცია (საჭიროების შემთხვევაში ულტრაბგერითი გამოკვლევა);

  • ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა, თავ-კისრის სპეციალისტის კონსულტაცია.

პროექტის ადგილობრივი მხარდამჭერია სამედიცინო ცენტრი „მკურნალი“ და ადგილობრივი თვითმმართველობა.

პაციენტების მიღება მოხდება 23-24 მაისს დილის 11:00 საათიდან.

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი მსგავსი პროგრამების განხორციელებას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს.