სიახლეები

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ექიმების ვიზიტი მარტვილში
26 მაისი 2015

23 და 24 მაისს, ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ექიმების ჯგუფი მარტვილს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას კიბოსწინარე დაავადებების პრევენციის მიზნით, სამედიცინო-დიაგნოსტიკური სერვისები უსასყიდლოდ შესთავაზეს. ორი დღის მანძილზე ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ექიმებმა ხუთასზე მეტი ადგილობრივი პაციენტი გასინჯეს.
ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი მსგავსი პროგრამების განხორციელებას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს.