სიახლეები

ნი ვიჟენ უნივერსიტეტში ნინო კილასონიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
26 ივნისი 2016

2016 წლის 24 ივნისს, 16:00 საათზე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში, 001 აუდიტორიაში,  გაიმართა ნინო კილასონიას წიგნის - „ადმინისტრაციულ ნორმაშემოქმედებაში ხალხის მონაწილეობის არაფორმალური და ფორმალური პროცედურები და მათი სასამართლო კონტროლი“ პრეზენტაცია. წიგნი ეხება  ადმინისტრაციულ ნორმაშემოქმედებაში ამერიკის ადმინისტრაციული პროცედურების აქტითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ხალხის მონაწილეობის არაფორმალურ (ცნობის გამოქვეყნება და მოსაზრების წარდგენა),  ფორმალურ პროცედურებს (ზეპირი მოსმენა, მოლაპარაკება, სათათბირო კომიტეტები), ელექტრონულ ადმინისტრაციულ ნორმაშემოქმედებას (ცნობის ელექტრონული ფორმით გამოქვეყნება და მოსაზრების ელექტრონულად წარდგენა) და სასამართლოს მიერ ადმინისტრაციულ ნორმაშემოქმედებაში ხალხის მონაწილეობის სხვადასხვა პროცედურის კონტროლს.

ნინო კილასონიას მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის მიერ (2016) და შედარებითი კონსტიტუციური სამართლის მაგისტრის ხარისხი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მიერ (2013). 2008 წლიდან კითხულობს ლექციებს ადმინისტრაციულ და კონსტიტუციურ სამართალში. არის ათამდე სამეცნიერო სტატიის ავტორი.