სიახლეები

Network Europe მეშვიდე საერთაშორისო კონფერენცია
20 ივლისი 2015

15-17 ივლისს, ერევანში Network Europe-ს მეშვიდე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, სადაც მოხსენებით წარდგა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი გაგა გაბრიჩიძე.

ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები მონაწილეობენ, წელს ევროპის უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა: "Perspectives of security in Europe – Current challenges, EU strategies, international cooperation".

Network Europe არის პლატფორმა დასავლეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობისათვის, რომლებიც იკვლევენ ევროინტეგრაციის პროცესის სხვადასხვა ასპექტს. ქსელის წევრები არიან ევროპული კავშირის დამფუძნებელი წევრი სახელმწიფოების, ახალი წევრი სახელმწიფოებისა და ევროპულ კავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მქონე და არმქონე ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებები. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ამ ქსელის ერთ-ერთი მონაწილე ინსტიტუციაა. ქსელი მის წევრებს უზრუნველყოფს ფორუმით ევროინტეგრაციის პროცესის სხვადასხვა სამართლებრივი თუ პოლიტიკური ასპექტის განსახილველად.

2014 წელს, Network Europe მეექსვე კონფერენციას თბილისში, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა უმასპინძლა.