სიახლეები

„ნერვებით კიბოს გავრცელება“ - საჯარო ლექცია ონკოლოგიის ზამთრის სკოლის ფარგლებში
30 ნოემბერი 2015

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში, ონკოლოგიის ზამთრის სკოლის ფარგლებში საჯარო ლექცია ჩატარდა.

საჯარო ლექცია თემაზე „ნერვებით კიბოს გავრცელება“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, მოლეკულური და ტრანსლაციური მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა, ივანე აბიათარმა ჩაატარა.

ონკოლოგიის ზამთრის სკოლა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2015 წლის სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტია, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.