სიახლეები

ნეირორეაბილიტაცია - თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები
12 აპრილი 2016

23-25 მაისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში გაიმართება სემინარი თემაზე: ნეირორეაბილიტაცია - თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები. სემინარს გაუძღვება ბრიგიტა იანი, სხვადასხვა დროს ემორის უნივერსიტეტის (ატლანტა, აშშ) პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ემორის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის სარეაბილიტაციო მედიცინის ცენტრის კლინიკური დირექტორი. ბრიგიტა იანი საქართველოს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ახალი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით ესტუმრება.

სამუშაო ენა: ინგლისური (თანმდევი ქართული თარგმანით).

გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

მონაწილეობის საფასური: 100 ლარი; სტუდენტებისათვის: 50 ლარი.

სავალდებულოა წინასწარი ონლაინ რეგისტრაცია (რეგისტრაციის ბოლო ვადაა 16 მაისი).

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

599 373 373

eoniani@newvision.ge