სიახლეები

ნატალია წერეთლის პრეზენტაცია ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) კონფერენციაზე
31 აგვისტო 2018

30 აგვისტოს, ნატალია წერეთლმა ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) ყოველწლიურ კონფერენციაზე წარადგინა პრეზენტაცია თემაზე: სამედიცინო განათლება საქართველოში: აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაშესაყარი. მან ისაუბრა საგანმანათლებლო პროცესზე კულტურული მრავალფეროვნების გავლენის შესახებ.