სიახლეები

მსოფლიო თამბაქოს გარეშე
31 მაისი 2019

31 მაისს, საერთაშორისო აქციას - „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალიც შეურთდა. ყოველწლიურად ამ დღეს სხვადასხვა საგანანათლებლო და წამახალისებელი ღონისძიებები იმართება, რათა შემცირდეს თამბაქოს მავნე ზემოქმედება. თამბაქო 4000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, მათი უმრავლესობა ტოქსიკურია და შეუძლია კიბოს გამოწვევა. 

საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ეს აქცია სამეცნიერო კონფერენციით აღინიშნა, სადაც ექიმებმა თამბაქოსთვის თავის დანებების სტრატეგიები განიხილეს. ჰოსპიტლის ამბულატორიულ დეპარტამენტში ნებისიერ მსურველს შეუძლია მიღოს რეკომენდაციები თამბაქოსთვის თავის დანებებასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.