სიახლეები

მშვილდის სროლის სავარჯიშო სივრცე უნივერსიტეტის ეკოკამპუსში
4 მაისი 2018

უნივერსიტეტის ეკოკამპუსში 70 მ-იან, ე.წ ზაფხულის სასროლო დისტანციაზე მშვილდის სროლის სავარჯიშო სივრცე მოეწყო, სადაც პარასპორტსმენები სპორტულ კლუბ „გეოგენის“ მწვრთნელების ხელშეწყობით ვარჯიშობენ.

სივრცის გამოყოფა გათვალისწინებულია უნივერსიტეტისა და ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაციის ერთობლივი პროგრამით, რომლის მიზანია პარასპორტსმენების სავარჯიშო პირობების გაუმჯობესება.

ამასთან, პარასპორტსმენები აქტიურად ჩაერთვებიან ახალგაზრდების სპორტის ამ სახეობით დაინტერესების პროცესში და თავიანთ წვლილს შეიტანენ მომავალი სპორტსმენების მომზადებაში.