სიახლეები

მრგვალი მაგიდა თემაზე „ევროპული ღირებულებების როლი ევროპის პოლიტიკური და სოციოეკონომიკური გამოწვევების დროს“
4 მაისი 2017

2017 წლის 25 მაისს, პოლონეთის ევროპული კვლევების ასოციაცია ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით უმასპინძლებს მრგვალ მაგიდას თემაზე „ევროპული ღირებულებების როლი ევროპის პოლიტიკური და სოციოეკონომიკური გამოწვევების დროს“. ღონისძიება ჩატარდება ვარშავის ეკონომიკის სკოლაში, პოლონეთში. მასში მონაწილეობას მიიღებს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი გაგა გაბრიჩიძე, რომელიც წაიკითხავს მოხსენებას - „პოლიტიკური და სტრატეგიული გამოწვევები ევროპაში: საერთო ღირებულებები“.

მრგვალი მაგიდის დებატები გაიმართება ევროკავშირის პროექტის ფარგლებში - „ევროკავშირი საერთო მიზნების, თავისუფლების, ღირებულებებისა და პასუხისმგებლობისთვის“, რომელსაც ახორცილებს პოლონეთის ევროპული კვლევების ასოციაცია ევროკავშირის პროგრამის „ერაზმუს+“-ის თანადაფინანსებით.