სიახლეები
მრგვალი მაგიდა სისხლისა და მისი კომპონენტების სამართლებრივ მოწესრიგებაზე
25 სექტემბერი 2018
2 ოქტომბერს, 17 საათზე (ბოხუას 11, 316-ე აუდიტორია) გაიმართება მრგვალი მაგიდა სისხლისა და მისი კომპონენტების სამართლებრივ მოწესრიგებაზე. ღონისძიების ფარგლებში სამსჯელოდ შემოთავაზებულია სტუდენტების ოთხი პრეზენტაცია:
ანა კორინთელი: სისხლის „განწილვა“ (დონაცია) საქართველოში - სახელმწიფო პოლიტიკა და სისხლის ბანკების სამართლებრივი სტატუსი;
სოფო ტოლიაშვილი: აშშ-ის გამოცდილება სისხლის დონაციასთან დაკავშირებით;
მარიამ თინაშვილი: სისხლისა და მისი კომპონენტების სისხლისსამართლებრივი მოწესრიგება;
მარიამ ცერცვაძე: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები სისხლის დონაციასთან დაკავშირებით.
დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.