სიახლეები

მრგვალი მაგიდა კარიერული განვითარების შესახებ
4 მაისი 2018

4 მაისს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის კარიერული განვითარების მრგვალი მაგიდა ჯონ კინგთან დიალოგის ფორმატში წარიმართა. მონაწილეებმა იმსჯელეს ინსტიტუციური თანამშრომლობის პრობლემებზე და კარიერული განვითარების საკითხებზე. თანამშრომლებმა დასვეს და განიხილეს ყველა მათთვის აქტუალური პრობლემა და  ჯონ კინგისგან მიიღეს რეკომენდაციები მომავალი განვითარების, მათ შორის პროფესიული ზრდის შესახებ.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს უნივერსიტეტის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები და მიმდინარე პროექტები. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ჯონ კინგთან თანამშრომლობით კარიერული განვითარების მრგვალი მაგიდის გამართვა რეგულარულ სახეს მიიღებს.