სიახლეები

მრგვალი მაგიდა იურიდიული ეთიკის საკითხებზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
13 იანვარი 2020

22 იანვარს, 16:00 საათზე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართლება, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად მართავს მრგვალ მაგიდას თემაზე - „კონფიდენციალობა და პრივილეგია.“ დისკუსიას, მრგვალი მაგიდის ფორმატში, გაუძღვება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი - ანა ლორია. შეხვედრაზე განხილული იქნება კონფიდენციალობისა და პრივილეგირებული კომუნიკაციის დეფინიცია, საკანონმდებლო ხარვეზები და პრივილეგიის გავრცელების ფარგლები, როგორც საქართველოს, ასევე ევროპის, ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების რეგულაციებისა და პრაქტიკის მაგალითებზე.

ღონისძიება ჩატარდება ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა შეუძლიათ სამართლის პროფესორებსა და პრაქტიკოს ადვოკატებს.

მრგვალი მაგიდა იმართება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის ფარგლებში - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG).