სიახლეები

მოხსენება EuroSciCon-ის საერთაშორისო კონფერენციაზე
5 ნოემბერი 2018

პროფესორი ბიოფიზიკის მიმართულებით რუსუდან სუჯაშვილი კონფერენციაზე „სიმსივნის ღეროვანი უჯრედები და ონკოლოგიური კვლევა“ წარდგა პლენარული მოხსენებით: „დასხივებული თაგვების რეგენერირებადი ჰემოპოეზის უჯრედის რაოდენობრივ ცვალებადობასა და ექსტრაუჯრედული უბიკვიტინის დონეს შორის გამოვლენილი ნეგატიური კორელაცია“. კონფერენცია ჩატარდა EuroSciCon-ის ორგანიზებით პარიზში, 2018 წლის 5-6 ნოემბერს. მოხსენება მომზადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის #217342 ფარგლებში.