სიახლეები

მოხსენება ჩინეთის საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო კონვენცია გენების შესახებ - 2017“
15 ნოემბერი 2017

13-15 ნოემბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორმა რუსუდან სუჯაშვილმა კოლეგებთან ერთად, ჩინეთის საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო კონვენცია გენების შესახებ - 2017“ (მაკაუ, ჩინეთი), წაიკითხა სამეცნიერო მოხსენება - „მოდელირებული ლეიკოპენიის სპონტანური რეგენერაციის რეგულაცია ექსტრაუჯრედული უბიკვიტონით“ (ღეროვანი უჯრედებისა და რეგენერაციის მიმართულება). მოხსენება წარდგენილ იქნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „ექსტრაუჯრედული უბიკვიტინის დონის ფლუქტუაციების განსაზღვრა სიმსივნით დაავადებული პაციენტების სისხლის შრატში“.