სიახლეები

მიღება სამართლისა და მედიცინის სადოქტორო პროგრამებზე
16 აგვისტო 2019

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე:

ხანგრძლივობა: 3 წელი (180 კრედიტი);

სწავლების ენა: ქართული ან ინგლისური დოქტორანტის არჩევანის შესაბამისად.

 

სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამართალი: სამართლის მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; მედიცინა: დიპლომირებული მედიკოსი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი)
  • თუ მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიღებული გაქვთ უცხო ქვეყანაში - მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ფოტოსურათი;
  • ხელმძღვანელის თანხმობა;
  • ინგლისური ან სხვა ევროპული ენის (გერმანული, ფრანგული) მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ან ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი (დეტალური ინფორმაცია, დოკუმენტების სახეებთან დაკავშირებით, იხილეთ ბმულზე);
  • სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • თემის სავარაუდო სათაური და სტრუქტურა;
  • დაგეგმილი კვლევის აღწერა;
  • ავტობიოგრაფია (CV).

 

2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • საბუთების წარმოდგენა ელექტრონული სახით, არა უგვიანეს 2019 წლის 20 სექტემბრისა;
  • უცხო ენის გამოცდა (საჭიროების შემთხვევაში): ნებისმიერ დროს სტუდენტის არჩევანის შესაბამისად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, 2019 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით;
  • გასაუბრება: 23 სექტემბერი, 2019;
  • გასაუბრების შედეგები: 24 სექტემბერი, 2019;
  • ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 25 სექტემბერი – 02 ოქტომბერი, 2019.

 

აპლიკაციები:

 

სამართალი

მედიცინა