სიახლეები

მიღება სამართლისა და მედიცინის სადოქტორო პროგრამებზე
31 აგვისტო 2017

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე:

ხანგრძლივობა: 3 წელი (180 კრედიტი);

სწავლების ენა: ქართული ან ინგლისური დოქტორანტის არჩევანის შესაბამისად.

სემესტრის საფასური:

სამართლის სადოქტორო პროგრამა: 1250 ლარი;

მედიცინის სადოქტორო პროგრამა: 2250 ლარი.

 

სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (თუ მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიღებული გაქვთ უცხო ქვეყანაში - მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი);
  • ფოტოსურათი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ხელმძღვანელის თანხმობა;
  • ინგლისური ან სხვა ევროპული ენის (გერმანული, ფრანგული) მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ან ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი (დეტალური ინფორმაცია, დოკუმენტების სახეებთან დაკავშირებით, იხილეთ ბმულზე);
  • თემის სავარაუდო სათაური და სტრუქტურა;
  • დაგეგმილი კვლევის აღწერა;
  • ავტობიოგრაფია (CV).

2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • საბუთების წარმოდგენა ელექტრონული სახით, არა უგვიანეს 2017 წლის 20 სექტემბრისა;
  • ინგლისური ენის გამოცდა (საჭიროების შემთხვევაში): ნებისმიერ დროს სტუდენტის არჩევანის შესაბამისად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, 2017 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით;
  • გასაუბრება: 22 სექტემბერი, 2017;
  • გასაუბრების შედეგები: 25 სექტემბერი, 2017;
  • ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 25 სექტემბერი – 30 სექტემბერი, 2017.

აპლიკაციები:

სამართალი

მედიცინა