სიახლეები

მიღება სამართლისა და მედიცინის სადოქტორო პროგრამებზე
25 მარტი 2016

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე:

  • ​სამართლის სადოქტორო პროგრამა

  • ​მედიცინის სადოქტორო პროგრამა

ხანგრძლივობა:  3 წელი (180 კრედიტი)

სწავლების ენა: ინგლისური/ქართული

სემესტრის საფასური: 2250 ლარი*

სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (თუ მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიღებული გაქვთ უცხო ქვეყანაში - მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი);

  • ფოტოსურათი;

  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

  • ხელმძღვანელის თანხმობა;

  • ინგლისური ან სხვა ევროპული ენის (გერმანული, ფრანგული) მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ან ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი (დეტალური ინფორმაცია დოკუმენტების სახეებთან დაკავშირებით);

  • ავტობიოგრაფია (CV).

2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • საბუთების წარმოდგენა ელექტრონული სახით: არა უგვიანეს 2016 წლის 17 აპრილისა

  • ინგლისური ენის გამოცდა (საჭიროების შემთხვევაში): ნებისმიერ დროს სტუდენტის არჩევანის შესაბამისად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, 2016 წლის 15 აპრილის ჩათვლით

  • გასაუბრება: 19 აპრილი, 2016

  • გასაუბრების შედეგები: 21 აპრილი, 2016

  • ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 21 აპრილი – 28 აპრილი, 2016

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 599 373373 (სამართალი) ან 577 508586 (მედიცინა)