სიახლეები

მიღება სამართლისა და მედიცინის სადოქტორო პროგრამებზე 
10 აგვისტო 2016

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მედიცინის და სამართლის სადოქტორო პროგრამებზე:

ხანგრძლივობა:  3 წელი (180 კრედიტი)  

სწავლების ენა: ქართული ან ინგლისური დოქტორანტის არჩევანის შესაბამისად

სემესტრის საფასური: 2250 ლარი*

 

სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (თუ მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიღებული გაქვთ უცხო ქვეყანაში - მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი);

  • ფოტოსურათი;

  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

  • ხელმძღვანელის თანხმობა;

  • ინგლისური ან სხვა ევროპული ენის (გერმანული, ფრანგული) მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ან ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი (დეტალური ინფორმაცია დოკუმენტების სახეებთან დაკავშირებით, იხილეთ ბმულზე);

  • ავტობიოგრაფია (CV).

  • 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • საბუთების წარმოდგენა ელექტრონული სახით: არა უგვიანეს 2016 წლის 12 სექტემბრისა

  • ინგლისური ენის გამოცდა (საჭიროების შემთხვევაში): ნებისმიერ დროს სტუდენტის არჩევანის შესაბამისად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, 2016 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით

  • გასაუბრება: 14 სექტემბერი, 2016

  • კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 599 273327 (სამართალი) ან 577 508586 (მედიცინა)

  • გასაუბრების შედეგები: 15 სექტემბერი, 2016

  • ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 15 სექტემბერი – 21 სექტემბერი, 2016

  • განაცხადის ფორმა მედიცინის სადოქტორო პროგრამაზე

  • განაცხადის ფორმა სამართლის სადოქტორო პროგრამაზე