სიახლეები

მიღება სამაგისტრო პროგრამებზე
8 აგვისტო 2017

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო, სამედიცინო რეაბილიტაციისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო და შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამებზე:
 
პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:
 
 ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთათვის; ჯანდაცვის ან ბიოლოგიის მეცნიერებების მიმართულებით ბაკალავრის ხარისხი ან დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაცია სამედიცინო რეაბილიტაციისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთათვის);
 საერთო სამაგისტრო გამოცდა;
 საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობასა* და ინგლისურ ენაში (B2 დონე)**

* სპეციალობის გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება ქულათა მაქსიმალური რაოდენობის 51%-ის მიღების
შემთხვევაში.
** გამოცდა ინგლისურ ენაში ტარდება საჭიროების შემთხვევაში
 
სწავლის წლიური საფასური:
 
სამართლის სამაგისტრო პროგრამა - 2250 ლ.
სამედიცინო რეაბილიტაციისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა - 2250 ლ.
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა - 4500 ლ.
  
სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
 
 პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტი) ასლი;
 ბაკალავრის დიპლომის (აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ ცნობის) ასლი;
 1 ფოტოსურათი;
 ავტობიოგრაფია (CV);
 ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ან
ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი (დეტალური ინფორმაცია
დოკუმენტების სახეებთან დაკავშირებით, იხილეთ ბმულზე);
 თუ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიღებული გაქვთ უცხო ქვეყანაში - მიღებული განათლების
აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
 
პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია:

 

☛ შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა

☛ ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა

☛ სამედიცინო რეაბილიტაციისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა

 

2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  1. განაცხადის წარმოდგენა: არა უგვიანეს 10 სექტემბრის 23:59 საათისა;
  2. ინგლისური ენის გამოცდა (საჭიროების შემთხვევაში): სპეციალობის გამოცდამდე, ნებისმიერ დროს სტუდენტის არჩევანის შესაბამისად, ადმინისტრაციასთან წინასწარი შეთანხმებით, არა უგვიანეს 10 სექტემბრისა;
  3. საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში: 12 სექტემბერი, 19:00;
  4. გამოცდის შედეგებისა და პროგრამაზე ჩარიცხვის კანდიდატების გამოვლენა: 14 სექტემბერი;
  5. ადმინისტრაციული რეგისტრაცია: არა უგვიანეს 21 სექტემბრისა


კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: admissions@newvision.ge ან (+995 32) 242 4440

აპლიკაციის ფორმა