სიახლეები

მიღება სამაგისტრო პროგრამებზე
10 აგვისტო 2016

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო და შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრმებზე:

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:

  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთათვის);

  • საერთო სამაგისტრო გამოცდა;

  • საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობასა* და ინგლისურ ენაში (B2 დონე)**

* სპეციალობის გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება ქულათა მაქსიმალური რაოდენობის 51%-ის მიღების შემთხვევაში.

 ** გამოცდა ინგლისურ ენაში ტარდება საჭიროების შემთხვევაში

სწავლის წლიური საფასური:

სამართლის სამაგისტრო პროგრამა - 2250 ლ.

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა - 4500 ლ.

ინფორმაცია საუნივერსიტეტო სპეციალობის გამოცდის შესახებ იხილეთ აქ.

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტი) ასლი;

  • ბაკალავრის დიპლომის (აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ ცნობის) ასლი;

  • 1 ფოტოსურათი;

  • ავტობიოგრაფია (CV);

  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ან ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი (დეტალური ინფორმაცია დოკუმენტების სახეებთან დაკავშირებით, იხილეთ ბმულზე);

  • თუ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიღებული გაქვთ უცხო ქვეყანაში - მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია:

  ☛ შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა;

  ☛ ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა.

განაცხადის ფორმა