სიახლეები

მიღება მედიცინის სადოქტორო პროგრამაზე
15 თებერვალი 2019

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მედიცინის სადოქტორო პროგრამაზე. 

ხანგრძლივობა: 3 წელი (180 კრედიტი); სწავლების ენა: ქართული ან ინგლისური დოქტორანტის არჩევანის შესაბამისად.

სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (თუ მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიღებული გაქვთ უცხო ქვეყანაში - მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი);
  • ფოტოსურათი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ხელმძღვანელის თანხმობა;
  • ინგლისური ან სხვა ევროპული ენის (გერმანული, ფრანგული) მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ან ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი (დეტალური ინფორმაცია, დოკუმენტების სახეებთან დაკავშირებით, იხილეთ ბმულზე);
  • თემის სავარაუდო სათაური და სტრუქტურა;
  • დაგეგმილი კვლევის აღწერა;
  • ავტობიოგრაფია (CV).

2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • საბუთების წარმოდგენა ელექტრონული სახით, არა უგვიანეს 2019 წლის 10 მარტისა;
  • უცხო ენის გამოცდა (საჭიროების შემთხვევაში): ნებისმიერ დროს სტუდენტის არჩევანის შესაბამისად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, 2019 წლის 12 მარტის ჩათვლით;
  • გასაუბრება: 14-16 მარტი, 2019;
  • ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 30 მარტის ჩათვლით, 2019.

 

აპლიკაცია