სიახლეები

მიღება მედიცინის სადოქტორო პროგრამაზე
18 მაისი 2018

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მედიცინის სადოქტორო პროგრამაზე.

ხანგრძლივობა: 3 წელი (180 კრედიტი);

სწავლების ენა: ქართული ან ინგლისური დოქტორანტის არჩევანის შესაბამისად.

სემესტრის საფასური: 2250 ლარი.

სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • დიპლომირებული მედიკოსის ან მასთან გათანაბრებული აკ. ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული მაგისტრის აკადემიური ხარისხის შემთხვევაში - განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი);
  • ფოტოსურათი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ხელმძღვანელის თანხმობა;
  • ინგლისური ან სხვა ევროპული ენის (გერმანული, ფრანგული) მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ან ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი (დეტალური ინფორმაცია, დოკუმენტების სახეებთან დაკავშირებით, იხილეთ ბმულზე);
  • თემის სავარაუდო სათაური და სტრუქტურა (არსებობის შემთხვევაში);
  • დაგეგმილი კვლევის აღწერა;
  • ავტობიოგრაფია (CV).

სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • საბუთების წარმოდგენა ელექტრონული სახით, არაუგვიანეს 2018 წლის 04 ივნისისა;
  • ინგლისური ენის გამოცდა (საჭიროების შემთხვევაში): ნებისმიერ დროს სტუდენტის არჩევანის შესაბამისად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, 2018 წლის 01 ივნისის ჩათვლით;
  • გასაუბრება: 06 ივნისი, 2018;
  • გასაუბრების შედეგები: 07 ივნისი, 2018;
  • ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 07 ივნისი – 15 ივნისი, 2018.

აპლიკაცია

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ: admissions@newvision.ge 

ან დაგვიკავშირდით: +995 32 24 24 440 (203).