სიახლეები

მიღება მედიცინის სადოქტორო პროგრამაზე
28 თებერვალი 2017

ხანგრძლივობა:  3 წელი (180 კრედიტი)

სწავლების ენა: ქართული და/ან ინგლისური დოქტორანტის არჩევანის შესაბამისად

სემესტრის საფასური: 2250 ლარი

სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (აკადემიური ხარისხის უცხო ქვეყანაში მიღების შემთხვევაში - მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი);
  • ფოტოსურათი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ხელმძღვანელის თანხმობა;
  • ინგლისური ან სხვა ევროპული ენის (გერმანული, ფრანგული) მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ან ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი;
  • ავტობიოგრაფია (CV).

2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • საბუთების წარმოდგენა ელექტრონული სახით: არა უგვიანეს 2017 წლის 26 მარტისა;
  • უცხო ენის გამოცდა (საჭიროების შემთხვევაში): ნებისმიერ დროს სტუდენტის არჩევანის შესაბამისად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, 2017 წლის 24 მარტის ჩათვლით
  • გასაუბრება:  29 მარტი, 2017
  • გასაუბრების შედეგები: 30 მარტი, 2017
  • ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 30 მარტი – 07 აპრილი, 2017

განაცხადის ფორმა მედიცინის სადოქტორო პროგრამაზე