სიახლეები

მემორანდუმი საქართველოს ტელემედიცინის კავშირთან
27 ნოემბერი 2014

2014 წლის 27 ნოემბერს საქართველოს ტელემედიცინის კავშირსა და „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს სამედიცინო განათლების ხელშემწყობი, სამეცნიერო და გამოყენებითი პროექტების განვითარებას ტელემედიცინისა და ელექტრონული ჯანდაცვის მიმართულებით.

თანაშრომლობის ფარგლებში იგეგმება დისტანციური სწავლების ცენტრის ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს: საჯარო ლექციებისა და სასერტიფიკატო დისტანციური კურსების განხორციელებას საერთაშორისო და რეგიონალურ დონეზე, სტუდენტების ჩართულობას პრაქტიკული უნარების განმავითარებელ ერთობლივ პროექტებსა და სასწავლო პროგრამებში და უწყვეტი სამედიცინო განათლების განვითარებას.