სიახლეები

მემორანდუმი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის
23 მარტი 2016

21 მარტს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. უნივერსიტეტები მიზნად ისახავენ თანამშრომლობას კვლევების განხორციელების, პერსონალის გაცვლის, ერთობლივი პროგრამების შემუშავების, ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვისა და მრავალი სხვა მიმართულებით.

თანამშრომლობის ფარგლებში პირველი ერთობლივი ღონისძიება 21 მარტს, სასტუმრო კოპალაში გაიმართა, რომელიც საქართველოში სამედიცინო განათლებაში პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების განვითარებას მიეძღვნა. სამუშაო შეხვედრაში საქართველოში აკრედიტებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების მედიცინის სკოლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.​​​​​​